Tuesday, February 25, 2014

მეორე დღის რეფლექსია

დღეს შევქმენი ჩემი ბლოგი, გავეცანი სხვების პროექტების გეგმებს, ჩემი პროექტის იდეა ჩამოვაყალიბე, განვათავსე ბლოგზე და მივიღე კომენტარები, ასევე, მე დავაკომენტარე სხვების იდეები. ბლოგს ჩავამატე გვერდები, შევუქმენი ჩემს ბლოგს ფონი.

Intel-სასწავლო კურსი

ჩემი პროექტის იდეა:
მოსწავლეები შეეცდებიან გაარკვიონ რომელი კარაქის მირთმევაა სასურველი ადამიანის ჯანმრთელობისთვის და საჭიროა თუ არა იგი შედიოდეს ადამიანის ყოველდღიურ მენიუში. გამოიკვლევენ თელავის ბაზარს, გაივლიან კონსულტაციებს ქიმიის მასწავლებელთან, ექიმ-დიეტოლოგთან, გასტროენტეროლოგთან. გაკეთებული დასკვნების შედეგად მოამზადებენ საინფორმაციო ბუკლეტებს და გაავრცელებენ მოსახლეობაში.