Tuesday, March 18, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია


დღეს კიდევ ერთხელ შევამოწმეთ პორტფოლიო. გავაკეთეთ პრეზენტაციები და მოვისმინეთ კოლეგების რჩევები და რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც მივეცით ნამუშევარს საბოლოო სახე.

Sunday, March 16, 2014

მერვე დღის რეფლექსია


დღეს განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლება და შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების კითხვარი, პროექტის გეგმაში ყველა პუნქტი შევავსეთ, ვიმუშავეთ ფასილიტაციის ნიმუშებზე, შევარჩიეთ და საქაღალდეში "სასწავლო პროექტის დამხმარეში" გადავიტანე ჩემთვის საინტერესო ვარიანტები. ჩეკლისტით გადავამოწმე პორტფოლიო და მოვახდინე შესაბამისი ცვლილებები. პორტფოლიო ავტვირთე goole.drive-ში, გამოვაქვეყნე და გამოქვეყნების მისამართი ჩავსვი ბლოგზე.

Tuesday, February 25, 2014

მეორე დღის რეფლექსია

დღეს შევქმენი ჩემი ბლოგი, გავეცანი სხვების პროექტების გეგმებს, ჩემი პროექტის იდეა ჩამოვაყალიბე, განვათავსე ბლოგზე და მივიღე კომენტარები, ასევე, მე დავაკომენტარე სხვების იდეები. ბლოგს ჩავამატე გვერდები, შევუქმენი ჩემს ბლოგს ფონი.

Intel-სასწავლო კურსი

ჩემი პროექტის იდეა:
მოსწავლეები შეეცდებიან გაარკვიონ რომელი კარაქის მირთმევაა სასურველი ადამიანის ჯანმრთელობისთვის და საჭიროა თუ არა იგი შედიოდეს ადამიანის ყოველდღიურ მენიუში. გამოიკვლევენ თელავის ბაზარს, გაივლიან კონსულტაციებს ქიმიის მასწავლებელთან, ექიმ-დიეტოლოგთან, გასტროენტეროლოგთან. გაკეთებული დასკვნების შედეგად მოამზადებენ საინფორმაციო ბუკლეტებს და გაავრცელებენ მოსახლეობაში.